ცოტა ხნის წინ „გალერია თბილისში“ ევაკუაცია გამოცხადდა.
მედიასსავაჭრო ცენტრში განუცხადეს, რომ ცეცხლი ერთ-ერთი ობიექტის დენის სადენებს გაუჩნდა, რაც ევაკუაციის მიზეზი გახდა.
მათივე ინფორმაციით, ცეცხლის კერა უკვე ლოკალიზებულია, შენობაში მცირედი კვამლის გამო „გალერია თბილისი“ დღეს მუშაობას აღარ გააგრძელებს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.