,,შტატებში ამაღელვებელი ღამეა”- დონალდ ტრამპი

,,შტატებში ამაღელვებელი ღამეა,”- ამ სიტყვებით, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მომხრეებს მიმართა. მისი თქმით, არჩვენებს რესპუბლიკელები მნიშვნელოვნად იგებენ.

ტრამპის განცხადებით, მედია რესპუბლიკელების დიდ მარცხს იმედოვნებდა, მაგრამ ეს არ მოხდება.

ცნობისთვის, აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნები დასრულდა. წინასწარი მონაცემებით, სენატში 45 ადგილს რესპუბლიკელები ფლობენ, დემოკრატებს კი 43 ადგილი ერგოთ. წარმომადგენლობით პალატაში რესპუბლიკელებს 168, ხოლო დემოკრატებს 104 ადგილი აქვთ.

მსგავსი თემები