,,გაიქეცი, გაიქეცი, მიდი…ძაან შემაშინე, ვკანკალებ”- ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პლენარული სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

რატი ბრეგაძეს საკანონმდებლო ორგანოში “მინისტრის საათის” ფორმატში უსმენენ. მას ოპოზიციონერი დეპუტატები საპროტესტო ბანერებით დახვდნენ.

დარბაზის დატოვებამდე ფრაქციის დეპუტატმა ანა წითლიძემ რატი ბრეგაძეს მიმართა და აღნიშნა, რომ „მის ქმედებებზე პასუხისგება მის შვილებს მოუწევთ”.

“გაიქეცი, გაიქეცი, მიდი…ძაან შემაშინე, ვკანკალებ…უზრდელი ხარ..როგორ გიპასუხო მაგ უზრდელობაზე, ქალი ხარ… ხაბე საღოლ”- განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მსგავსი თემები