,,შეურაცხადი იყო, გავასაჩივრებთ”- ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

ავტობუსში, შვილების თვალწინ ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. უფლებადამცველის თქმით, მოსამართლეს საერთოდ უნდა შეეწყვიტა სისხლის სამართლებრივი დევნა ბრალდებულის წინააღმდეგ.

,,უფრო სწორი იქნებოდა, რომ შეეწყვიტა სისხლის სამართლებრივი დევნა, საქმე საერთოდ და ისე გაეშვა სამკურნალო დაწესებულებაში, რადგან ამ სადაო ექსპერტის დასკვნითაც კი დასტურდება მინიმუმ შეზღუდული შერაცხადობა, მაგრამ ის შეზღუდული შერაცხადი კი არა, საერთოდ შეურაცხადი იყო. ვერ ხვდებოდა და ვერ აცნობიერებდა რას აკეთებდა. გავასაჩივრებთ და ხელახალი ექსპერტიზის გადამოწმდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა”, – განაცხადა დაკავებულის ადვოკატმა.

კაცს, რომელმაც ცოლი ავტობუსში მოკლა  20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

მსგავსი თემები