ყელის ტკივილი და ქავილი, წელის ძლიერი ტკივილი, გულისრევა და სხვა გრიპისმაგვარი სიმპტომები – ეს კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამის ძირითადი სიმპტომებია. „ომიკრონის“ ვირუსი ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის სამედიცინო პერსონალსაც დაუდასტურდა.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, თანამშრომელს სახვა თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონია, ის სახლის პირობებში იმყოფება და იზოლირებულია. მისი მდგომარეობა გართულებული არ არის და მსუბუქად მიმდინარეობს.
ეპიდემიოლოგების გათვლით, იანვარი პანდემიის მხრივ საკმაოდ საშიში პერიოდია. კლინიკებში დატვირთვა სერიოზულად გაიზარდა. ომიკრონის მავნებლობა სხვა შტამებთან შედარებით იმითაც არის განპირობებული, რომ ერთ ინფირცირებულს, გარშემომყოფების სრულად დაინფიცირება შეუძლია.
ეპიდემიოლოგები დღეში 5- 6000 ინფიცირების შემთხვევას ელოდებიან. ვირუსი ორჯერადად აცრილებშიც მარტივად ვრცელდება. კლინიკური სექტორის გადატვრთვიდან გამომიდნარე, მთავარი მოწოდებაა, თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობს, საავადმყოფოებს არ მიმართონ და დატვირთვა პირველად რგოლზე, ოჯახის ექიმებზე გაკეთდეს.