12 წლის შვილმა, დედის მოკვლის შესახებ გაიგო და ეჭვმიტანილი მამის სასამართლო პროცესზეც მივიდა

მოკლული 29 წლის ქართველი გოგონა საბერძნეთიდან საქართველოში დღეს გადმოასვენეს. ქეთის მკვლელობისთვის ეჭვმიტანილი მისივე ყოფილი მეუღლე შალვა ქათამაძე კი ისევ პატიმრობაში რჩება. წყარო „მედიაცენტრ მთავარს“ უყვება, რომ მოკლულზე არა მხოლოდ ქმარი, არამედ მულიც ძალადობდა და ფოტოზე ასახული, თვალებჩაშავებული ქეთი სწორედ მულის ნაცემია. დაკავებულის სასამართლო პროცესი გუშინ გაიმართა, თუმცა, ის ყოფილი მეუღლის მკვლელობას არ აღიარეს.

29 წლის ქეთი სუთიძე ათენში, ნაქირავებ ბინაში ქამრით გაგუდული იპოვეს. სამართალდამცველებსა და მოკლული გოგონას ახლობლებს ეჭვი, ამ დრომდე, მის ყოფილ მეუღლეზე აქვთ. გარდაცვლილსა და ბრალდებულს 2 საერთო შვილი ჰყავთ. 9 წლის გოგონა და 12 წლის ბიჭი. შვილებს დედის მკვლელობის ამბავს უმალავდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ის დაიკარგა. უფროსმა შვილმა დედის მკვლელობის შესახებ შეიტყო და მამის სასამართლო პროცესზეც მივიდა. ეჭვმიტანილმა მამამ შვილს უთხრა, რომ დედა მას არ მოუკლავს.

„არავის საუბარს მოუსმინო, მე მკვლელი არ ვარ და ამას დავამტკიცებ“ – უთხრა მამას 12 წლის შვილს, რომელიც ბავშვს სასამართლოზე შეხვდა.

საქმეში კიდევ ერთი ახალი ისტორია ის არის, რომ მკვლელობის დღეს, მოკლულის ტელეფონიდან მისი ყოფილი მეუღლის (ეჭვმიტანილის) ტელეფონზე გაგზავნილია შემდეგი შინაარსის შეტყობინება: „ბავშვი სკოლიდან შენ გამოიყვანე“. როგორც მოკლული გოგონას ახლობლები ეჭვობენ, ეჭვმიტანილმა ყოფილი მეუღლე ჯერ მოკლა და მერე მისივე ტელეფონიდან საკუთარ ტელეფონზე, კვალის დასაფარად, სმს შეტყობინება გაგზავნა.

მოკლულის ბინიდან აღებულ თითების ანაბეჭდის პასუხებს ყოველ დღე ელოდებიან, თუმცა, ქსპერტიზის დასკვნა ჯერ არ არის.

დაკავებულის დედამ, იგივე, მოკლულის დედამთილმა და მულმა უარი განაცხადეს, უფროსი შვილი დედის დასაფლავებაზე, დედის ცხედართან ერთად, საქართველოში ჩაფრენილიყო. გოგონა ქუთაისში უკვე გადაასვენეს.

ფოტოზე ასახულია მოკლული ქეთის ეჭვმიტანილი, ბორკილებდადებული მეუღლე სასამართლო პროცესის წინ. იქვე ჩანს მისი და ქეთის საერთო, უფროსი შვილი და მოკლული ქეთის მული.

„მედიაცენტრი მთავარი“ აგრძელებს ამ საშინელი ისტორიის მოკვლევას. შემდეგ გამოშვებაში წაიკითხავთ, თუ როგორ ძალადბდნენ ქეთიზე მისი ყოფილი მეუღლის ოჯახის წევრები.

ქეთის მკვლელობის ტრაგიკულ ისტორიას შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე:
https://mcm.ge/
https://mcm.ge/

მსგავსი თემები