,,უკრაინული პროვოკაციები რუსეთის ობიექტებზე დარტყმის მიზნით, აუცილებლად გამოიწვევს რუსეთის მკაცრ პასუხს”- მარია ზახაროვა

“დასავლეთის ქვეყნები ღიად მოუწოდებენ უკრაინას, შეუტიოს რუსეთის ტერიტორიას იმ იარაღის გამოყენებით, რომელსაც ისინი კიევს აწვდიან” – აღნიშული განცხადება, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე გააკეთა.

ზახაროვა მიიჩნევს, რომ უკრაინელი სამხედროების ქმედება რუსეთის ტერიტორიის წინააღმდეგ “უპასუხოდ არ დარჩება”.

“მინდა, რომ კიევმა და დასავლეთის დედაქალაქებმა, სერიოზულად მიიღონ ჩვენი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებები, რომ შემდგომი უკრაინული პროვოკაციები რუსეთის ობიექტებზე დარტყმის მიზნით, აუცილებლად გამოიწვევს რუსეთის მკაცრ პასუხს. დასავლეთის ქვეყნების მრჩევლები, რომლებიც რჩებიან უკრაინის გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებში, სულაც არ იქნება პრობლემა რუსეთის საპასუხო ზომებისთვის. ჩვენ არ გირჩევთ ჩვენი მოთმინების გამოცდის გაგრძელებას”, – განაცხადა ზახაროვამ.

კრემლის პრესსპიკერის განცხადებით, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის “იყენებენ”, უკრაინის მთავრობას კი “დასავლეთის მარიონეტულ რეჟიმს” უწოდებს.

“ვხედავთ, რომ ზელენსკის რეჟიმი არ არის დამოუკიდებელი და რომ მისი გადაწყვეტილებები მთლიანად უცხოელ კურატორებზეა დამოკიდებული. მე მჯერა, რომ დასავლელი კურატორები ცდილობენ დაამკვიდრონ აზრი, რომ მისი ქმედებები დამოუკიდებელია. დარწმუნებული ვარ, რომ ასე ფიქრობს ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც ჩვენ კიევის რეჟიმს ვუწოდებთ, რომ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს იღებენ და აკონტროლებენ სიტუაციას. ეს მხოლოდ ილუზიაა. თქვენ გიყენებენ”, – აღნიშნა მარია ზახაროვამ.

მსგავსი თემები