ბაიდენის განცხადებით, ომი უნდა დასრულდეს, ვიდრე ნატო თავის რიგებში უკრაინის დამატებას განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინა ჯერ არ არის მზად ნატო-ში გაწევრიანებისთვის. და თქვა, რომ რუსეთის ომი უკრაინაში უნდა დასრულდეს, სანამ ალიანსი განიხილავს თავის რიგებში კიევის დამატებას.

„არ მგონია, რომ ნატო-ში არის ერთსულოვნება იმასთან დაკავშირებით, შევიდეს თუ არა უკრაინა ნატო-ს ოჯახში ახლა, ამ მომენტში, ომის შუაგულში“, – აღნიშნა ბაიდენმა.

მისი თქმით,  აშშ და მისი მოკავშირეები ნატოში გააგრძელებენ უკრაინის უსაფრთხოებისა და იარაღით უზრუნველყოფას, რომელიც მათ სჭირდებათ რუსეთთან ომის დასასრულებლად.

მსგავსი თემები