,,უკრაინა და ზელენსკი მე არ მიმატოვებენ”- მიხეილ სააკაშვილი

,,ის, რაც ხდება ჩემს მიმართ არის კლასიკური აზიური დესპოტის, კაციჭამიური ინსტინქტის გამოვლინება. ამიტომ დაწერა ევროპარლამენტმა, რომ მე ვარ ოლიგარქის პირადი შურისძიების მსხვერპლი,”- ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა და ვოლოდიმირ ზელენსკი არ მიატოვებენ.

,,უკრაინა და ზელენსკი მე არ მიმატოვებენ. ჯერ ერთი მე მართლაც ვარ არამხოლოდ ქართველი, არამედ უკრაინელი მოღვაწე. ჩემი ცხოვრების შეგნებული ნაწილის უმეტესობა უკრაინაში მაქვს გატარებული და უამრავი მეგობარი და გულშემატკივარი მყავს. გარდა ამისა, ზელენსკიმ დაამტკიცა, რომ ძალიან თანმიმდევრულია თავისი პრინციპების გატარებაში და ომში გამარჯვების პარალელურად, მისი ბერკეტები მკვეთრად გაიზრდება და თუ ვინმეს იმედი აქვს რომ მერე, რაღაცნაირად მოელაპარაკებიან კულუარებში, ძალიან ცდებიან, ჯობს გააკეთონ ის, რასაც ახლა ითხოვს,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, ”ფორმულას” გადაცემა ”დროებასთან” ინტერვიუში.

მსგავსი თემები