„არ ველოდი გათავისუფლებას, არ ვიყავი ამისთვის მზად“ – ნიკა გვარამია

საპატიმრო დაწესებულებიდან გამოსულმა ნიკა გვარამიამ მედიასთან პირველი შეფასება გააკეთა და აღნიშნა, რომ თავისუფლებას არ ელოდა.

„დავიწყებ იმით რაც მკითხეთ. პირველი შთაბეჭდილება გულწრფელად გეტყვით, რომ არ ველოდი, უბრალოდ, მართალი გითხრათ, არ ველოდი გათავისუფლებას. არ ვიყავი ამისთვის მზად. ველოდებოდი თებერვალ-მარტს, როდესაც მიწევდა პირობით ვადამდე გათავისუფლება, არც მაშინ ველოდი დიდად, რომ გამიშვებდნენ მაგრამ მაინც რაღაცას წავიაქტიურებდი მაინც მაგ პერიოდში, თუ არ გამიშვებდნენ.  უნდა გამოვეხმაურო იმას, რაც სალომე ზურაბიშვილმა  გამოაცხადა დღეს. მე ვფიქრობ, რომ მას ეს ჩემთვის ნამდვილად არ გაუკეთებია, მან ეს გააკეთა საკუთარი ქვეყნისთვის, რომლის პრეზიდენტიც არის. ვფრიქრობ, რომ ეს მას ღირსებას მატებს ნამდვილად“, – განაცხადა გვარამიამ.

მსგავსი თემები