პარტიაში თუ თანამდებობებზე წარმოდგენილ კანდიდატებზე პასუხისმგებლობა ​რეკომენდატორებმა უნდა აიღონ – დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი დიმირტი ხუნდაძე სახელისუფლებო პარტიაში მიმდინარე  პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ბოლოდროინდელ მოვლებეში საყურადღებოა ის ფაქტი, რომ პარტია პასუხისმგებლობას წევრებთან ერთად, მათ რეკომენდატორებსაც აკისრებს.

დეპუტატისა აზრით, თავიდანვე აუცილებელია ყველა წესის დაცვა წესრიგის დასამყარებლად და მოსალოდნელი ქაოსის თავიდან ასაცილებლად.

„პასუხისმგებლობა არა მხოლოდ თანამდებობაზე ან პარლამენტში წარმოდგენილი კანდიდატების რეკომენდატორებმა უნდა აიღონ, არამედ, პარტიაში გაწევრიანებულებზეც, რაც ფორმალურად ხდება, თუმცა, შემდეგ ამას ყურადღებას აღარავინ აქცევს. მე არაერთხელ მითქვამს, რომ მთავარია იმ ღირებულებების დაცვა, რისთვისაც ესა თუ ის პოლიტიკური გუნდი იქმნება. ასევე, საჭიროა პარტიული წესრიგი, რაც დემოკრატიის შეზღუდვაში არ უნდა გადაიზარდოს.  ყურადღება უნდა მიექცეს არა მხოლოდ იმას, თუ ვინ რა თქვა, არამედ, უფრო მეტად იმას, თუ ვინ რას აკეთებს. სხვა შემთხვევაში მივიღებთ ქაოსს, რომლის მართვაც შეუძლებელი იქნება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ჯერ კიდევ, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში დაბრუნებამდე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებდა, რომ აუცილებელი იყო გუნდში არა ფასადური, არამედ თვისობრივი ცვლილებები და წარმოდგენილ კანდიდატებზე პასუხისმგებლობა მათ რეკომენდატორებს უნდა აეღოთ.

„ყველას, ვინც კონკრეტულ თანამდებობებს იკავებს ან პარლამენტშია წარმოდგენილი, საჭიროა თავისი რეკომენდატორები ჰყავდეს, რომელიც გუნდის წინაშე აიღებს პასუხისმგებლობას. პარტიის წესდების დარღვევა ან უგულებელყოფა, მკაცრი განხილვის საგანი უნდა გახდეს,“- წერდა დიმიტრი ხუნდაძე თავის განცხადებაში.დღეს,

​აღსანიშნავია, რომ მმართველი პარტია “ქართული ოცნებიდან” ამ დღეებში გარიცხეს დავით ჭიჭინაძე, ხოლო 2 დღის შემდეგ თანამდებობა დაატოვებინეს გიორგი მღებრიშვილს. კულუარული ინფორმაციით, სწორედ გიორგი მღებრიშვილი იყო დავით ჭიჭინაძის რეკომენდატორი 2016 წელს საპარლამენტო სიების შედგენისას.

მსგავსი თემები