,,დავით არახამიას ჭკუის სასწავლებელი საქართველოს, ქართველ ხალხს, საქართველოს ხელისუფლებას არაფერი სჭირს”- ღუდუშაური

”ქართული ოცნების” წევრის ალუდა ღუდუშაური უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავით არახამიას განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, დავით არახამიას ჭკის სასწავლებელი საქართველოს, ქართველ ხალხს, საქართველოს ხელისუფლებას არაფერი სჭირს.

,,დავით არახამიას ვურჩევდი, სანამ საქართველოს და ჩვენს ხელისუფლებას რაიმეს ურჩევს და მითუმეტეს, ასეთ მტკიცებით ფორმაში გამოვა და ჭკუის დამრიგებლობას დაგვიწყებს, იქნებ ეს გვითხრას ქართულად. მისი ცალკეული შეფასებები, მისი სუბიექტური მოსაზრებები ყველასთის არის კარგად ცნობილი, აქედან გამომდინარე, დავით არახამიას ჭკუის სასწავლებელი საქართველოს, ქართველ ხალხს, საქართველოს ხელისუფლებას არაფერი სჭირს”, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

მსგავსი თემები