ყოფილი მეუღლე გაგუდა და ხევში გადააგო – სასტიკი მკვლელობა თბილისში

კაცი, რომელმაც  ყოფილი მეუღლე თოკით გაგუდა და დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი,  ხევში გადააგო, 31 წლის ნიკოლოზ ლაჩაშვილია. მოკლული ქალი კი 27 წლის მარიტა მაზიაშვილია.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა საკუთარ ავტომობილში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლე თოკით გაგუდა. ბრალდებულმა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი, მეორე დღეს ნაქირავები ავტომობილის საბარგულში მოათავსა, გლდანის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა და ხევში გადააგო.

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები