,,რუსეთმა ააფეთქა მასობრივი ეკოლოგიური განადგურების ბომბი”- ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბუქარესტის ცხრიანის სამიტზე გამოსვლისას კახოვსკას ჰიდროელექტროსადგურის  აფეთქებაში რუსეთი დაადანაშაულა. მისივე თქმით, კაშხლის აფეთქება ხელოვნურად გამოწვეული ყველაზე მასშტაბური ეკოლოგიური კატასტროფაა ევროპაში.

„სამწუხაროდ, უკვე წელიწადზე მეტია, რუსეთი აკონტროლებს კაშხალსა და კახოვკის მთელს ჰიდროელექტროსადგურს. მისი აფეთქება გარედან, დაბომბვებით, ფიზიკურად შეუძლებელია. ის დანაღმული იყო. დაინაღმა და აფეთქდა რუსი ოკუპანტების მიერ. რუსეთმა ააფეთქა მასობრივი ეკოლოგიური განადგურების ბომბი. ეს ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდი ხელოვნური ეკოლოგიური კატასტროფაა ევროპაში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები