„მოწმეები იტყუებიან, ფოტოგრაფს, რომ ყველაფერი მოეყოლა, შესაძლოა სხვა სურათი გვქონოდა“ – ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“

„როცა 112 – ში ვრეკავ და მერე ვაუქმებ გამოძახებას რა ტაქსია?“ – ამის შესახებ მედიაცენტრ მთავარში გიორგი შაქარაშვილი საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა განაცხადა. ადვოკატი თვლის, რომ მოწმეები რაღაცას მალავენ და იტყუებიან.

„გოგოები იტყუებიან, რომ შაქარაშვილი იყო სახლში და გარეთ არ გასულა, თითქოს, გიორგი შაქარაშვილი კონფლიქტში არ მონაწილეობდა. ის მონაწილეობდა, მართალია აშველებდა, მაგრამ ფაქტია იქ იყო. ფოტოგრაფს, რომ ყველაფერი მოეყოლა, შესაძლოა სხვა სურათი გვქონოდა.

ბრეგვაძე ჩვენებაში წერს რომ მან დარეკა 112 ში, როცა 112 – ში ვრეკავ და ვაუქმებ გამოძიებას რა ტაქსია? ამას გამოეხმაურა  ნინო გიორგობიანიც, რატომ არ ვსაუბრობთ იმასთან დაკავშირებით, რომ აგარაკზე მიმდინარე მოვლენები ბრეგვაძემ დამალა? ან, თუ არ დაუმალია, ესეიგი იცოდნენ და არ მოახდინეს რეაგირება. თუ ვსაუბრობთ, რომ მან გამოიძახა პოლიცია ამას რა შედეგი მოჰყვა? როცა გიორგობიანი საუბრობს, რომ კვალიფიკაცია არ შეიცვლება ესაა ზეწოლა ძიებაზე, საქმეში არაა ყველაფერი დადგენილი და რატომ ვსაუბრობთ, რომ არაფერი არ შეიცვლება? – განაცხადა ადვოკატმა “მედიაცენტრ მთავარში”.

მისივე თქმით, გამოძიება დაიწყო მეორე დღეს და არა მომხდარის დღეს: “18 ში რომ ბრეგვაძეს ეთქვა გამოძიებისთვის მომხდარის შესახებ ცხელ კვალზე მოხდებოდა ყველას გამოკითხვა. იგივე, ამირხანაშვილმა მეგობარი დაკარგა, ჩამოვიდა თბილისში და უკან არ ბრუნდება მის საძებნელად. მე მის ადგილას აუცილებლად მივბრუნდებოდი“.

მედიაცენტრმთავარისმასალისგამოყენებისშემთხვევაში, აუცილებელიაწყაროსდაბმულისმითითება

მსგავსი თემები