,,ე.წ. დემარშით პრაქტიკულად მოითხოვეს სანქციების დაწესება რუსეთის ფედერაციისთვის”- ირაკლი კობახიძე

”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე  რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩების დემარშს აფასებს. მისი თქმით, ე.წ. დემარშით პრაქტიკულად მოითხოვეს სანქციების დაწესება რუსეთის ფედერაციისთვის.

,,ამ ე.წ. დემარშით პრაქტიკულად მოითხოვეს სანქციების დაწესება რუსეთის ფედერაციისთვის, რაც იყო ერთგვარი სიურპრიზი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, როგორც ოპოზიცია ისე რადიკალური ოპოზიცია, ასევე ჩვენი პარტნიორები, ამტკიცებდნენ, რომ არ ითხოვდნენ სანქციების დაწესებას, თუმცა ახლა ვიხილეთ განსხვავებული მიდგომა. ჩვენი პოზიცია არის უცვლელი. არ ვუწესებთ სანქციებს რუსეთის ფედერაციას”, – განაცხადა კობახიძემ.

ევროკავშირის ელჩმა საქართევლოს მთავრობას 27 ქვეყნის სახელით დემარში გადასცა

 

მსგავსი თემები