,,სიკვდილს არ ვაპირებ, ბიჭებო, ჩემთან ერთად კიდევ დიდხანს დაიტანჯებით”- ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ სიკვდილს არ აპირებს. ამის შესახებ ლუკაშენკომ  მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ  საზოგადოებაში ავადმყოფობის გამო არ ჩნდებოდა.

,,სიკვდილს არ ვაპირებ, ბიჭებო, ჩემთან ერთად კიდევ დიდხანს დაიტანჯებით”, –  განაცხადა ლუკაშენკომ.

ცნობისთვის, 9 მაისს ლუკაშენკო მოსკოვში აღლუმზე იმყოფებოდა. მედიის ინფორმაციით, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ლუკაშენკომ კრემლში, პუტინის მიერ გამართულ სადილზე დასწრება ვერ შეძლო, რადგან  აღლუმის შემდეგ, მოულოდნელად ავად გახდა და მოსკოვი დატოვა.

.

 

მსგავსი თემები