რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 204 760 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 204 760 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის ცნობით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 204 760; ​ტანკი – 3 792; ჯავშანტექნიკა – 7 424; საარტილერიო სისტემა – 3 339; სარაკეტო სისტემა – 570; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 327; თვითმფრინავები – 309; ვერტმფრენი – 296; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 871; საკრუიზო რაკეტები – 1 015; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 6 146; გემი/ნავი/კატარღა – 18;​ სპეციალური აღჭურვილობა – 440.

მსგავსი თემები