,,აღმოსავლეთ ანატოლიის რღვევა გააქტიურდა”- თეა გოდოლაძე

სეისმოლოგი თეა გოდოლაძე თურქეთსა და სირიაში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას ეხმიანება. მისი თქმით, აღმოსავლეთ ანატოლიის რღვევა გააქტიურდა.

,,არანაირ მოკლევადიან პროგნოზს არ ვაკეთებ და არ აკეთებს არცერთი თავმოყვარე სეისმოლოგი. უბრალოდ გიხსნით. ხაზები სადაცაა რუკაზე, მაგალითად იასამნისფერი ხაზი, არის არაბეთის ფილაქნისა და თურქეთის ბლოკის საზღვარი, რომელსაც ეწოდება აღმოსავლეთ ანატოლიის რღვევა. სწორედ ეს რღვევა გააქტიურდა. წრეები სადაცაა, ისაა მიწისძვრები, რომელიც ახლა ხდება და ხედავთ რომ ზუსტად ემთხვევა აღმოსავლეთ ანატოლიის რღვევის მარცხენა დაბოლოების ორკაპს. ამას ქვია მარას სამმაგი შეერთება. მკვდარი ზღვის რღვევის გამო. ათასი რამ ვრცელდება, საქართველოდან შორსაა, განსხვავებული ტექტონიკური ერთეულია, ჩვენ სხვა სისტემა ვართ. არც ის დაიჯეროთ სტამბოლში გავრცელდებაო. არ არის ასე,”- წერს სეისმოლოგი თეა გოდოლაძე.

მსგავსი თემები