,,ოპოზიციამ რეგლამენტის არცოდნით თავი სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდო”- შალვა პაპუაშვილი

,,ოპოზიციამ რეგლამენტისგან შორს ყოფნით და არცოდნით, ერთი მხრივ, თავი ჩაიგდო სასაცილო მდგომარეობაში, მეორე მხრივ, უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო პარლამენტი,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით,  სხდომა არ ჩატარდება, რადგან პარლამენტის უხერხული მდგომარეობიდან გამოყვანის მიზნით, “ქართულმა ოცნებამ” განაცხადა, რომ სხდომას არ დაესწრებიან.

,,არასწორად გამოითხოვეს საბოლოო ჯამში მათივე მიმართვა პრეზიდენტის მიმართ. 46-მა დეპუტატმა მიმართა და იმდენი ცოდნაც არ ჰყოფნით, რომ 46 ადამიანს მიემართა ისევ გამოთხოვაზე და ორმა ადამიანმა მიწერა პრეზიდენტს 46-ის სახელით. რაც შეეხება ამ მდგომარეობას, რაც შექმნა ოპოზიციამ თავისი თავისთვის სასაცილო და პარლამენტისთვის უხერხული მდგომარეობა, რეალურად უნდა ჩატარდეს სხდომა 48 საათის განმავლობაში, თუმცა აქაც უმრავლესობამ ისევ სწორედ პარლამენტის ამ მდგომარეობიდან გამოყვანის მიზნითაც, მომმართა მე, ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ”, რომ ისინი არ დაესწრებიან ამ შემთხვევაში სხდომას, შესაბამისად, ეს გულისხმობს რომ არ იქნება კვორუმი, აქედან გამომდინარე აზრს კარგავს რეგისტრაციის ჩატარება და სხდომის ჩატარებაც, აქედან გამომდინარე, რიგგარეშე სხდომა არ გაიმართება”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ოპოზიციამ პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით 10 აპრილს მიმართა. მოგვიანებით კი ოპოზიციამ პრეზიდენტს ისევ მიმართა, რომ, ანა წითლიძისა და ლევან ხაბეიშვილის მიერ ქვეყნის დატოვების გამო, 11 აპრილს მათ მიერ მოთხოვნილი რიგგარეშე სხდომა აღარ დაენიშნა.

მსგავსი თემები