,,გავაგრძელებთ ჩვენი ფუნქციის შესრულებას ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით” – ლევან იოსელიანი

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ომბუდსმენის ოფისი გააგრძელებს თავის ფუნქციის შესრულებას, რაც მის უფლებებზე ზედამხედველობას გულისხმობს.

,,თქვენ იცით, რომ მოვინახულე მიხეილ სააკაშვილი, შემდეგ კონსილიუმი იყო შესული და შემდეგ გამოაქვეყნა თავისი დასკვნა. ეს დასკვნა დაერთო მათ საჩივარს სტრასბურგის სასამართლოში. ვერაფერს გეტყვით, სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ჩვენ ჩვენს ფუნქციას ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით ვასრულებთ, გავაგრძელებთ მის შესრულებას, რაც გულისხმობს მის უფლებებზე ზედამხედველობას, მათ შორის, კონსილიუმის აქტიური მონაწილეობით,”- განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მსგავსი თემები