ჩინეთში ე.წ. ფრინველის გრიპით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ჩინეთში H3N8 ე.წ. ფრინველის გრიპით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაცვლილია 56 წლის ქალი.

უცხოური მედიის ინფორმაციი, ქალი ავად 22 თებერვალს გახდა, მძიმე პნევმონიის გამო საავადმყოფოში 3 მარტს გადაიყვანეს, ხოლო 16 მარტს დაიღუპა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ქალი პირველი ადამიანი გახდა, რომელიც ე.წ. ფრინველის გრიპით გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, გრიპის ეს სახეობა იშვიათად გვხვდება ადამიანებში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თქმით, ვირუსის უფრო ფართო გავრცელება ადამიანებს შორის ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ხაზი გაესვა „გლობალური მეთვალყურეობის მნიშვნელობას ვირუსოლოგიური, ეპიდემიოლოგიური და კლინიკური ცვლილებების აღმოსაჩენად, რომლებიც დაკავშირებულია მოცირკულირე გრიპის ვირუსებთან, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ადამიანის [ან ცხოველის] ჯანმრთელობაზე“.

მსგავსი თემები