ავსტრალია TikTok-ს სამთავრობო მოწყობილობებზე კრძალავს

ავსტრალიაში, უსაფრთხოების მიზეზით TikTok ფედერალური მთავრობის საკუთრებაში არსებული ყველა მოწყობილობიდან წაიშელბა. ამის შესახებ ინფორმაციას RBC-Ukraine Reuters-ი ავრცელბს.

მედიის ცნობით, აკრძალვა ხაზს უსვამს მზარდ შეშფოთებას იმის თაობაზე, რომ ჩინეთს შეუძლია გამოიყენოს პეკინში დაფუძნებული კომპანია, მომხმარებლების მონაცემების მოსაპოვებლად მისი პოლიტიკური დღის წესრიგის წინსვლისთვის, რაც ძირს უთხრის დასავლეთის უსაფრთხოების ინტერესებს.

ავსტრალიის მთავრობის განმარტებით, აკრძალვა ძალაში შევა, როგორც კი პრაქტიკულად შესაძლებელი გახდება.

მსგავსი თემები