ცხოველის ან ფრინველის არასათანადო მოპყრობისათვის, სასჯელი გამკაცრდა

საქართველოში, ცხოველებისადმი სასტიკი და არასათანადო მოპყრობისათვის, სასჯელი გამკაცრდა.

კანონის თანახმად, ცხოველის ან ფრინველისადმი არასათანადო მოპყრობა, რაც გულისხმობს მათ წვალებას, ტანჯვას, ტკივილის მიყენებას, სხეულის დაზიანებას, ფიზიკურ შეწუხებას, როგორც ერთჯერადად, ასევე განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში, – 100 ლარიდან 500 ლარამდე დაჯარიმებას გამოიწვევს.

“ცხოველის წამება, სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით – ვადით ასოციდან ორასორმოც საათამდე, შინაპატიმრობით – ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ერთ წლამდე;

იგივე ქმედება, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის, მცირეწლოვნის თანდასწრებით, – ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან შინაპატიმრობით, ვადით ერთი წლიდან ორ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე”, – ნათქვამია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი თემები