საქართველოში 171 663 სპორტსმენი, 6 900 მწვრთნელი და 2 739 მსაჯი ფიქსირდება

  •  

ქართული სპორტის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოში 171 663 სპორტსმენი, 6 900 მწვრთნელი და 2 739 მსაჯი ფიქსირდება. გენდერლი ბალანსის მიხედვით კი კაცი სპორტსმენების ხვედრითი წილი 77%-ია, ხოლო ქალი სპორტსმენების – 23%.

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, საქართველოში სპორტის სხვადასხვა სახეობაში ჩართულ პირთა რაოდენობა 20%-ით გაიზარდა.

“სპორტში ჩართულობის ზრდას ხელი შეუწყო ბოლო წლებში საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა, რაც ძირითადად გამოიხატება სპორტის ბიუჯეტის ზრდაში, ინფრასტრუქტურის განვითარებაში, სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის დანერგვასა და ამ სფეროს მიმართულებით კანონმდებლობის დახვეწაში,”- აცხადებენ სამინისტროში.

მსგავსი თემები