,,ყველაზე სამარცხვინო პარლამენტის თავმჯდომარე ხართ”- სამადაშვილი პაპუაშვილს

საკანონმდებლო ორგანოში ხმაური იყო. დაპირისპირება პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას მოჰყვა.

,,ჩვენ ვნახეთ “ნაციონალური მოძრაობის” მართული და პირდაპირ ენმ-ს აქტივისტების შეგზავნა რომ ხდებოდა აუდიტორიებში. ერთმა სტუდენტმა გაითამაშა ეს პროტესტი. აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი თსუ-ს სტუდენტი კი არა, არამედ საერთოდ სტუდენტი არ არის. არავინ არ აღმოჩნდა თქვენს რიგებში, რომ ამას გამიჯნოდა და ამის მიმართ პროტესტი ჰქონოდა. როდესაც მართული და ნაყიდი პროტესტი არის, ამაზეა საუბარი,”- განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილს საპასუხოდ ”ლელოს” წევრმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა მიმართა.

,,ყველა არ არის თქვენსავით გასაყიდად გამოტანილი. ყველაზე სამარცხვინო პარლამენტის თავმჯდომარე ხართ”,- განაცხადა სამადაშვილმა.

მსგავსი თემები