თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 36 000-ს გადააჭარბა

თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი  36 217- მდე გაიზარდა.

”სიენენის” ინფორმაციით, თურქეთის საგანგებო სიტუაციების საკოორდინაციო ცენტრ SAKOM-ში აცხადებენ, რომ ქვეყანაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 31 643-ს მიაღწია.

რაც შეეხება სირიას, სტიქიას 4 574 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 3 160 ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაიღუპა, 1 414 კი – მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

მსგავსი თემები