“ქართული ოცნების” ოფისთან ”ნაციონალური მოძრაობის” აქცია მიმდინარეობს

,,ქართული ოცნების” ოფისთან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებით აქცია იმართება. აქციაზე შეკრებილი არიან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები.

აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას მოითხოვენ. ამასთან,  ისინი  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებასაც აპროტესტებენ, რომლის თქმითაც, ომში რუსეთს უპირატესობა აქვს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, პროტესტის მთავარი მიზანია, ყველამ დაინახოს, რომ “ქართული ოცნება” საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს არ გამოხატავს. მათივე თქმით, საპროტესტო აქციები პერმანენტულად გაგრძელდება.

მსგავსი თემები