პრემიერის განცხადებით, ორთაჭალაში ეკონომიკის სამინისტროს ახალი შენობა აშენდება

პრემიერის განცხადებით, ორთაჭალაში აშენდება ეკონომიკის სამინისტროს ახალი შენობა,ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობას.

,,ეკონომიკის სამინისტროს, მაგალითად, 7 წელია არ აქვს თავისი შენობა, რაც რა თქმა უნდა, სირცხვილია. ამიტომ, ბატონ ლევანთან ერთად ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ, რომ გვაქვს უნიკალური ადგილი ორთაჭალაში, იქ აშენდება ეკონომიკის სამინისტრო, სადაც მთელი თავისი სსიპ-ებით, ყველაფრით განთავსდება თანამედროვე შენობაში, თანამედროვე სტანდარტების შენობაში“, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის განცხადებით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობას.

„საგარეო საქმეთა სამინისტროზე მინდა ვთქვა, ასევე დიდი გამოწვევა არის არსებული შენობის მდგრადობა და აუცილებელია რეაბილიტაციის დაწყება, წელსვე გვინდა, რომ ეს პროექტი დავიწყოთ“ – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა“.

მსგავსი თემები