„იმედია კარგი ფრენა გაქვს, ვოლოდიმირ – ძალიან გამიხარდება შენი ნახვა, ბევრი გვაქვს განსახილველი” – ჯო ბაიდენი

ბევრი რამ გვაქვს განსახილველი , – ასე ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში დაგეგმილ ვიზიტს. ამის შესახებ ბაიდენი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

“იმედია კარგი ფრენა გაქვს, ვოლოდიმირ. ძალიან გამიხარდება შენი აქ ნახვა. ბევრი რამ გვაქვს განსახილველი”, – წერს ბაიდენი.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში პოლონეთში ჩავიდა. 21 დეკემბერს დილით უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ოფიციალურად დაადასტურა აშშ-ში ზელენსკის დაგეგმილი ვიზიტი.

თავად ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აშშ-ში მისი ვიზიტი უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურება. მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ბაიდენთან უკრაინასა და აშშ-ის შორის თანამშრომლობას განიხილავს, სიტყვით გამოვა კონგრესში და რამდენიმე ორმხრივ შეხვედრას გამართავს.

მსგავსი თემები