„ვერ შევძლებთ ომბუდსმენის არჩევას და გავაგრძელებთ მუშაობას” – მამუკა მდინარაძე

ჩვენმა ოპონენტებმა არ მოინდომეს არც ერთ კანდიდატთან დაკავშირებით მხარდაჭერის დაფიქსირება, აქედან გამომდინარე, ვერ შევძლებთ ომბუდსმენის არჩევას და გავაგრძელებთ მუშაობას, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, გაგრძელდება მუშაობა, რომ საგაზაფხულო სესიაზე მაინც ჩამოყალიბდნენ საერთო კანდიდატზე.

„მოგეხსენებათ, ომბუდსმენის კანდიდატებთან დაკავშირებით გაიმართა კონსულტაციები. დღეს უკვე დარწმუნებით შემიძლია, გითხრათ შედეგი, რომ იმ ხუთი კანდიდატიდან, რომელთაგანაც ოპოზიციის წარმომადგენლებს შევთავაზეთ, ერთი ამოერჩიათ და ამის შემდეგ საერთო კანდიდატზე შესაძლებელი იყო, შეჯერება, ჩვენმა ოპონენტებმა არ მოინდომეს არც ერთ კანდიდატთან დაკავშირებით მხარდაჭერის დაფიქსირება. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენ ვერ შევძლებთ ომბუდსმენის არჩევას და გავაგრძელებთ მუშაობას, რომ საგაზაფხულო სესიაზე მაინც, რამენაირად შევძლოთ, საერთო კანდიდატზე ჩამოვყალიბდეთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ

მსგავსი თემები