გურამ ბაღდოშვილი, რომელსაც ახალი წლის ღამეს, ხელში პიროტექნიკა აუფეთქდა კლინიკიდან პოსტს აქვეყნებს.
„სალამი ყველას. ძვირფასებო დიდი მადლობა, რომ შეწუხდით. კიდევ ერთხელ დაამტკიცა უფალმა ჩემდამი სიყვარული. ვარ მხნედ და ძლიერად, უფალი გვფარავდეს, ამინ!
ხალხნო, არ იყიდოთ პიროტექნიკა, ფოერვერკები, მაშხალები, სოლისტები. ძალიან ცუდი ხარისხის არის შემოსული. პალატაში 3 სული ვწევართ, ერთნაირად დაზიანებული. ფოტოებს არ ვასაჯაროებ ჯერ, მაგრამ აუცილებლად, ჩემ დანაშაულს ვაღიარებ, რომ სისულელე ჩავიდინე და მაგალითი აგერ ვარ“ – წერს ბაღდოშვილი.