,,გაგონილია ქართველების ერთგულება დემოკრატიული ღირებულებების, პრესისა და გაერთიანების თავისუფლების მიმართ”- ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი საქართველოს პარლამენტიდან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტის გაწვევას სოციალურ ქსელში ქართულენოვანი პოსტით ეხმაურება.

,,გაგონილია ქართველების ერთგულება დემოკრატიული ღირებულებების, პრესისა და გაერთიანების თავისუფლების მიმართ.

ევროპისკენ შეტრიალებულმა საქართველომ იცის, რომ შეუძლია საფრანგეთის მეგობრობის იმედი ჰქონდეს”, – წერს ემანუელ მაკრონი. 

ცნობისთვის, პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო. პროექტის განხილვას მხარი დაუჭირა ერთმა დეპუტატმა, 35 კი  წინააღმდეგი იყო. კანონპროექტი კენჭისყრაზე  განხილვის გარეშე დადგა.

 

მსგავსი თემები