ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში დარიშხანი აღმოჩნდა

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ექს პრეზიდენტის  ორგანიზმში დარიშხანიც აღმოჩნდა.

,,ფრჩხილის ანალიზები ჯერ არ ჩამოსულა, დღეს ჩამოვა, მაგრამ სატელეფონო საუბრით, გაირკვა, რომ კიდევ ახალი ნივთიერება, დარიშხანი ამოუვიდა კვლევის შედეგად”,- განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

ცნობისთვის, მანამდე ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა, რომ კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სააკაშვილის თმის ღერში აღმოჩენილი იყო ვერცხლისწყალი, ბისმუტი და ბარიუმი.

მსგავსი თემები