,,შეერთებული შტატები და მისი ნატოელი მოკავშირეები ცდილობენ რუსეთზე გამარჯვება ბრძოლის ველზე მოიპოვონ, რათა ჩვენი ქვეყანა გაანადგურონ,” – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გამოცემა TASS-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, „ცხელი კონფლიქტის“ ბენეფიციარი შეერთებული შტატებია.
„კოლექტიური დასავლეთისა და მათი მარიონეტის, ზელენსკის ქმედებები ადასტურებს უკრაინის კრიზისის გლობალურ ხასიათს. საიდუმლო არ არის, რომ აშშ-ისა და მისი ნატოელი მოკავშირეების სტრატეგიული მიზანია რუსეთის წინააღმდეგ გამარჯვების მოპოვება ბრძოლის ველზე, როგორც ჩვენი ქვეყნის დასუსტების ან უფრო მეტი, განადგურების მექანიზმი. ჩვენი ოპონენტები ყველაფერს გააკეთებენ ამ მიზნის მისაღწევად,” – განაცხადა ლავროვმა.