,,ქართველმა კანონმდებლებმა უნდა გადახედონ, ასახავს თუ არა ეს ქმედება ქართველი ხალხის სურვილებს”- ჯინ შაჰინი უვიზო რეჟიმზე

,,ქართველმა კანონმდებლებმა უნდა გადახედონ, ასახავს თუ არა ეს ქმედება ქართველი ხალხის სურვილებს,” – ამის შესახებ სენატორი ჯინ შაჰინი სოციალურ ქსელ ტვიტერში წერს.

სენატორი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენას ეხმიანება.

,,ქართველ ხალხს სურს მომავალი, რომელიც შეესაბამება დემოკრატიასა და ევროპას და არა ურთიერთობა ქვეყანასთან, რომელიც უკანონოდ შეიჭრა საქართველოში და აკონტროლებს მათი ქვეყნის 20%-ს. ქართველმა კანონმდებლებმა უნდა გადახედონ, ასახავს თუ არა ეს ქმედებები მათი მოქალაქეების სურვილებს”, – წერს შაჰინი.

მსგავსი თემები