,,ჩვენთან ქე მაინც გარდაცვლილები ხმას აძლევდნენ და იქ საერთოდ გარდაცვლილი აურჩევიათ”- ირაკლი ზარქუა აშშ-ის არჩევნებზე

,,ჩვენთან ქე მაინც გარდაცვლილები ხმას აძლევდნენ და იქ საერთოდ გარდაცვლილი აურჩევიათ, ეს შემაშფოთებელია და თუ არის საშუალება ამას დავგმობდი,”- ასე ეხმიანება უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა შეერთებული შტატების შუალედური არჩევნებს.

ზარქუა აშშ-ს ურჩევს  ეუთო/ოდირის რეკომენდაციები დროულად შეასრულონ.

,,ჩვენთან ქე მაინც გარდაცვლილები ხმას აძლევდნენ და იქ საერთოდ გარდაცვლილი აურჩევიათ, ეს შემაშფოთებელია და თუ არის საშუალება ამას დავგმობდი. ჩვენ მიუხედავად ამ ახალგაზრდა დემოკრატიული პროცესებისა, როგორც აღმოჩნდა, ეუთოს/ოდირის დასკვნის მიხედვით საქართველო გაცილებით წინ ყოფილა, ვიდრე პირადად მე მეგონა და კიდევ ერთხელ ამით ამაყი ვარ. მე ვისურვებდი და ვუსურვებ აშშ-ს რომ ის რეკომენდაციები, რაც არის ეუთო/ოდირის, არც ერთი ჰქონიათ შესრულებული და დროულად შეასრულონ”, – განაცხადა ზარქუამ ”იმედის” ეთერში.

პენსილვანიის შტატში გარდაცვლილმა კანდიდატმა ხმების 85% მიიღო – (mcm.ge)

მსგავსი თემები