,,რუსეთმა რაკეტების ორი მესამედი უკვე გამოიყენა” – ოლექსი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსი ლეზნიკოვის განცხადებით, რუსეთმა თავისი რაკეტების ორი მესამედი უკვე გამოიყენა. მისი თქმით, რუსეთს სხვადასხვა ტიპის 600-ზე მეტი რაკეტა რჩება.

,,რუსეთის დემილიტარიზაცია. უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე ასობით ზუსტი დამიზნების რაკეტის გამოყენებით, აგრესორი სახელმწიფო ამცირებს საკუთარ შესაძლებლობებს სამხედრო ობიექტებზე იერიშების მიტანის მხრივ”, – აღნიშნავს რეზნიკოვი.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ომის დაწყებამდე რუსეთს ისკანდერის ტიპის 900 რაკეტა, “კალიბრის” ტიპის 500 და Х-101 და Х-555 ტიპის 444 ფრთოსანი რაკეტა ჰქონდა.

მსგავსი თემები