,,აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის სომხებს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროს ესვრის”- ნიკოლ ფაშინიანი

,,აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის სომხებს „ჩვენს მოქალაქეებს“ უწოდებს და ამავდროულად სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროს ესვრის მათ”, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, 2020 წლის 9 ნოემბრის შემდეგ დაფიქსირდა მკვლელობის მცდელობის 54 შემთხვევა, რის შედეგადაც დაიღუპა 3 მშვიდობიანი მოქალაქე.

„აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის სომხებს „ჩვენს მოქალაქეებს“ უწოდებს და ამავდროულად სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროს ესვრის მათ. 2020 წლის 9 ნოემბრის შემდეგ დაფიქსირდა მკვლელობის მცდელობის 54 შემთხვევა, რის შედეგადაც დაიღუპა 3 მშვიდობიანი მოქალაქე, დაშავდა 16. არის თუ არა ეს აზერბაიჯანული მხარის ნარატივის რეალიზება, რომლის მიხედვითაც „მთიანი ყარაბაღის საკითხი მოგვარებულია?“,- განაცხადა ფაშინიანმა.

მსგავსი თემები