აშშ 14 ფიზიკურ პირს და 28 სუბიექტს სანქციებს უწესებს

აშშ-ის  სახელმწიფო ხაზინის მდივნის, ჯანეტ იელენის განცხადებით, ახალი სანქციები ინდივიდებისა და კომპანიების ტრანსნაციონალურ ქსელს შეეხება, რომლებიც მუშაობენ სამხედრო ტექნოლოგიების შესყიდვაზე რუსეთის ომისთვის უკრაინაში.

მისი თქმით, სანქციები 14 ფიზიკურ პირს და 28 სუბიექტს, მათ შორის ფინანსურ ფასილიტატორებს შეეხებათ.

,,ეს არის ჩვენი დიდი ძალისხმევის ნაწილი, ჩავარდეს რუსეთის ომის ძალისხმევა და უარი ეთქვას  საჭირო აღჭურვილობაზე სანქციებისა და ექსპორტის კონტროლის გზით”, – განაცხადა ილენმა.

მსგავსი თემები