,,ზოგიერთი ევროპელი კოლეგა ცდილობს, მნიშვნელოვან დოკუმენტებში ჩააკვეხოს ისეთი საკითხები, რომლებიც დააზიანებს სამომავლო გეგმებს”- მდინარაძე

,,ძალიან სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ჩვენი ევროპელი კოლეგა ცდილობს, მნიშვნელოვან დოკუმენტებში კვლავ ჩააკვეხოს ისეთი საკითხები, რომლებიც ერთი მხრივ, არარელევანტურია და მეორე მხრივ, დააზიანებს კონკრეტულ სამომავლო გეგმებს,”– ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, რეზოლუციაში გარკვეული საკითხების ჩამატება და ჩამატების მცდელობა სხვა მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის.

„ამ მიმართულებით წინა რეზოლუცია გახსოვთ. კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ არა მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ ლობისტების და დავალებების მიმცემები, არამედ ჩვენი კოლეგები ასევე არიან ჩართულები ჩვენი ქვეყნის დაზიანებაში. მათ რომ შეეძლოთ, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან, ეროვნული ინტერესების საკითხებზე მაინც გავერთიანდეთ, ამ შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა ნაკლებად დაზიანებოდა და უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო მეტი მყარი სამომავლო პერსპექტივები ექნებოდა. სამწუხაროდ, ისინი ამაზე არ ფიქრობენ. ფიქრობენ, თავიანთი პარტიული ინტერესები როგორ ჩააკვეხონ ისეთ საკითხებში, რაც საბოლოო ჯამში აზიანებს საგარეო იმიჯს და ევროპულ მომავალს ქვეყნისას. ეს გათვლილია არაპატრიოტული მოტივებით ქვეყნის საგარეო იმიჯის დაზიანებისთვის“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

მსგავსი თემები