მარიხუანას მოხმარება ლეგალიზებულია

სასამართლომ მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული სასჯელი გააუქმა. ამიერიდან მარიხუანას მომხმარებლებზე სანქციები არ გავრცელდება. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს  საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო.

საკონსტიტუციო სასამართლოს მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმების მოთხოვნით „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ და „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა მიმართა.

ზურაბ ჯაფარიძემ სასამართლოს გადაწყვეტილება ყველას მიულოცა და აღნიშნა, რომ მარიხუანას მოხმარება ლეგალიზებულია.

„ამ გადაწყვეტილებით საქართველო უფრო თავისუფალი ქვეყანა გახდა. მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული სასჯელი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა, რაც ნიშნავს რომ საქართველოში მარიხუანას მოხმარება ლეგალურია. მარიხუანას მოხმარების გამო ამ ქვეყანაში ადამიანს ვეღარ დასჯიან“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

 

მსგავსი თემები