მერის მოადგილე აცხადებს, რომ ვაკის პარკის შადრევანი პროექტის შესაბამისად გაკეთდა  

ვაკის პარკის მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა. მისი შეფასებით, პროექტი არ შეცვლილა და სამუშაოები ისე ჩატარდა, როგორც პროექტში იყო.

„უსაფრთხოების რელე რჩება მთავარ საკითხად. ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია დავადგინოთ, რატომ არ იმუშავა რელემ. სამუშაოები ჩატარდა ისე, როგორც იყო  პროექტში. პროექტის მსვლელობისას რადენიმე შეხვედრა ჩატარდა და არც ერთხელ დაფიქსირებულა პრეტენზია პროექტის ავტორის მხრიდან, რომ რაიმე არ კეთდებოდა პროექტის მიხედვით. პროექტის ავტორი არაერთხელ იყო ადგილზე და არასდროს უთქვამს რომ რამე კეთდებოდა პროექტის გვერდის ავლით“ – აცხადებს ანდრია ბასილაია.

შეგახსენებთ, რომ ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად 3 მოზარდი დაშავდა. ერთ-ერთი, 13 წლის მარიტა კი გარდაიცვალა. მომხდარზე დაკავებულია 9 ადამიანი.

 

მსგავსი თემები