ლაღიძის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებულ მამაკაცს ორივე კიდური და ხერხემალი დაზიანებული აქვს

თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულ მამაკაცს ორივე კიდური და ხერხემალი აქვს დაზიანებული. მას საოპერაციოდ ამზადებენ.

ახლობლების ინფორმაციით, მამაკაცი ჩანაცვლებით თერაპიის პროგრამაში  ჩართული არ ყოფილა და ადგილზე შემთხვევით აღმოჩნდა. მათივე ინფორმაციით, მამაკაცი სახლიდან პროდუქტების საყიდლად გავიდა და ამ შემთხვევის შესახებ გაიგეს.

შეგახსენებთ, რომ ლაღიძის ქუჩაზე აფეთქება მოხდა. დაშავებულია 3 ადამიანი დაშავდა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც 2 ან ორ პირზე მეტის განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. საუბარია ხელყუმბარის აფეთქებაზე.

 

მსგავსი თემები