,,რუსეთი ტექნოგენურ კატასტროფას ამზადებს”- მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთი ტექნოგენურ კატასტროფას ამზადებს.

„სუროვიკინის ნამდვილი გეგმა კახოვკას ჰიდროელექტროსადგურთან მიმართებით: 1. დამბისა და ტრანსფორმატორების დანაღმვა. 2. უკრაინელების იძულებითი გაყვანა, არალოიალური მოსახლეობის რუსეთის ფედერაციაში გადასახლება. 3. ტერიტორიის დატბორვა, რათა უკრაინის კონტრიერიში შეაჩერონ და საკუთარი უკან დახევა შეწყვიტონ. რუსეთი ტექნოგენურ კატასტროფას ამზადებს”, – წერს პოდოლიაკი ,,ტვიტერზე”.

მსგავსი თემები