,,საკუთარ თავს მკვლელობებისადმი მიჩვევის უფლებას არ ვაძლევ”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,საკუთარ თავს მკვლელობებისადმი მიჩვევის უფლებას არ ვაძლევ, ვინაიდან შესაძლებელია ემოციურად მიეჩვიო ომს, მსხვერპლის რაოდენობას” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ  განაცხადა.

„საკუთარ თავს საშუალებას არ ვაძლევ ამას მივეჩვიო, ვინაიდან შესაძლებელია ემოციურად მიეჩვიო ომს, მსხვერპლის რაოდენობას: მკვლელობა და მკვლელობა – ეს ხომ ომის შედეგია ბოლოს და ბოლოს. თუმცა მე ზუსტად იმით ვცხოვრობ, რომ მზად არ ვარ ტანჯვებსა და ომს მივეჩვიო, მზად არ ვარ მივეჩვიო, რომ მკვლელობების გამო არ მტკივა”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ,,მინდა ცოცხალ ადამიანად ვრჩებოდე და ცოცხლად არა მხოლოდ ფიზიკურად, ვინაიდან რუსეთის პრეზიდენტი ფიზიკურად ცოცხალია, მაგრამ დანარჩენ ყველაფერთან გარკვეული კითხვები არსებობს”.

,,ქუჩაში გავდივარ, ხალხს ვესაუბრები, მანქანით დავდივარ, სადაც ეს შესაძლებელია. სამწუხაროდ, უსაფრთხოების გამო ეს ყველაფერი შეზღუდულ ფორმატშია, მაგრამ რეალობას არ უნდა მოწყდე”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

 

 

მსგავსი თემები