ვინიცის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ბორზოვის ინფორმაციით, დღეს დილით, ვინიცის ოლქში მდებარე ლადიჟინის თბოსადგურს ე.წ. „კამიკაძე“ დრონებით დაესხნენ თავს.
„ლადიჟინის თბოსადგურზე Shahed-136-ის ორი დრონით შეტევა განხორციელდა“, – წერს ბორზოვი.
ბორზოვის ცნობით, თბოსადგურის ტერიტორიაზე ამჟამად ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს.