ხობის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა – დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები, ეზოები, წყალი შევიდა სახლებში

ხობის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა.  მდინარეებისა და ღელეების ადიდების შედეგად, ქალაქ ხობში და მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები, ეზოები, წყალი შევიდა საცხოვრებელი სახლებისა და კორპუსების პირველ სართულებზე.

დატბორილია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შუა ხორგა-ყულევის მეოთხე კილომეტრზე გზის სავალი ნაწილი, რის გამოც ამ დრომდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ხობის მერიაში შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალის ოდენობას დაითვლის.

მსგავსი თემები