სამხრეთ კორეა AstraZeneca-ს ვაქცინის 65 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეებში გამოყენებას იწყებს

სამხრეთ კორეა AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებას 65 წლის და მეტი ასაკის პირებშიც იწყებს,- Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჩუნგ უი ჰვამ განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ აქამდე სამხრეთ კორეა AstraZeneca-ს ვაქცინით აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფის მოქალაქეებს არასაკმარისი მონაცემების არსებობის გამო არ ცრიდა.

“65 წელს გადაცილებულების ვაქცინაცია AstraZeneca-ს ვაქცინის ეფექტურობის დასადგენად მტკიცებულებების არარსებობის გამო გადაიდო, მაგრამ ცოტა ხნის წინ გაერთიანებულ სამეფოში გამოქვეყნდა მონაცემები, რაც ხანდაზმულებში ვაქცინის ეფექტურობას ადასტურებს,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სამხრეთ კორეაში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია თებერვლის ბოლო კვირიდან დაიწყო. ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, AstraZeneca-ს ან Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის პირველი დოზა 500 635-მა ადამიანმა მიიღო.

მსგავსი თემები