,,პირველი ეპიზოდი გათამაშდა, სხვებიც იქნება”- მედვედევის მუქარა

უკრაინის ქალაქებზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმების შემდეგ, რუსეთის უშიშროების  საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი კვლავ იმუქრება. მისი თქმით, მომდევნო ოპერაციების მიზანი, ”უკრაინის პოლიტიკური რეჟიმის სრული დემონტაჟი უნდა გახდეს”.

,,პირველი ეპიზოდი გათამაშდა. სხვებიც იქნება. და კიდევ. გამოვთქვამ პირად პოზიციას. არ შემიძლია ახლა არ აღვნიშნო. უკრაინის სახელმწიფო ამჟამინდელი კონფიგურაციით, ნაცისტური პოლიტიკური რეჟიმით რუსეთისთვის მუდმივი, პირდაპირი და აშკარა საფრთხე იქნება. ამიტომ, ჩვენი ხალხისა და საზღვრების დაცვის გარდა, ჩვენი მომდევნო ოპერაციების მიზანი, ჩემი აზრით, უნდა გახდეს უკრაინის პოლიტიკური რეჟიმის სრული დემონტაჟი,”- განაცხადა მედვედევმა.

 

მსგავსი თემები